მოკლე აღწერა: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის უნარი. დააკავშირონ ერთმანეთთან ბუნების სურათები და მუსიკა, შემდეგ კი შეურჩიონ მუსიკას ფერი.
სრული აღწერა: მუსიკის გაკვეთილებზე მოსწავლლებს ჩამოუყალიბდათ იმის უნარი, რომ ფორტეპიანოს დაბალ რეგისტრს შეეფერება ბუნებაში არსებული ფერებიდან უფრო ცივი ფერი, ვიდრე მაღალ რეგისტრს. ფორტეპიანოს კლავიატურას შევურჩიეთ ფერები.
პროექტორით მოვახდინე წელიწადის დროების სურათების პრეზენტაცია. ჯგუფებმა ისაუბრეს წელიწადის დროების შესახებ და მათთვის დამახასიათებელ ფერთა ტიპებზე. შემდეგ მოვასმენინე წელიწადის დროებთან დაკავშირებული პიესები. მოსწავლეებმა მოხდინეს თვითოეული პიესის დაკავშირება წელიწადის დროების სურათებთან და ასე ამღერდა ბუნება...ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეებმა თვითოეულ მუსიკას მიანიჭეს ფერი და ასე მიეცა მუსიკას ფერი...
მონაწილეთა ასაკი: 6–8 წელი
ვადები_ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები ცდილობენ მეტი ყურადღებით მოუსმინონ მუსიკას, რომ განსაზღვრონ მისი ხასიათი და ზუსტად გამოიცნონ წელიწადის რომელ დროს შეეფერება.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს უყალიბდებათ მუსიკის მოსმენის უნარ– ჩვევები, არკვევენ როგორია ცივი და თბილი ფერები. ფერებს აკავშირებენ ბუნების სურათებთან და შეუძლიათ არა მარტო ისაუბრონ სეზონებისათვის დამახასიათებელ ნიშან თვისებაზე, არამედ ისაუბრებენ ფერთა გამაზე და შესაფერის მუსიკაზე.
სამუშაო ენა: ქართული ენა
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნება
მუსიკა
ხელოვნება
ისტ–ი
პროექტის ფასილიტატორი: მარიამ ცერცვაძე
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: mariam3031@gmail.com
No comments:
Post a Comment