Saturday, October 24, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის ,,სად აირჩევს მზესუმზირა აღმოცენებას?!

  ,,პროექტებით სწავლება" ერთ-ერთი საუკეთესო ტრენინგი გამოდგა ჩემ პრაქტიკაში, რადგან ვისწავლე,რომ პროექტებით სწავლება ერთ ერთი საუკეთესო სწავლებაა, რომლის დროსაც  მოსწავლე ერთდროულად 21-ე საუკუნის მრავალ უნარზე გადის. მოსწავლე თვითონ სწავლობს იმას, თუ როგორ უნდა ისწავლოს.თვითონ აკეთებს აღმოჩენებს, ახდენს თვითშეფასებას, ხდება სხვისი დამხმარე.
მე, როგორც პედაგოგს, მასწავლა, რას გავაკეთებ იმისათვის, რომ თითოეულ მოსწავლეს გავუადვილო სწავლება, შევაფასო სხვადასხვა მეთოდებითა და ინსტრუმენტებით,რათა  შეძლონ თვითრეგულაცია.
    უღრმესი მადლობა ქ-ნ ნინო მღებრიშვილს, რომელიც დიდი მოთმინებით და ძალიან სასიამოვნო მოსასმენი ენით გვიხსნიდა და გვასწავლიდა ყოველ დეტალს.

Sunday, October 18, 2015

მერვე დღე

მოცემული მოდელი დამეხმარა,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.კერძოდ: გავაკეთე შეფასების მონახაზი,გავიაზრე, დიფერენცირებული მიდგომის მნიშვნელობა, პროექტში ყველა მოსწავლის მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით. როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისათვის და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში.

Saturday, October 17, 2015

მეშვიდე დღე

   მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, ჩეკლისტი. ტრენინგის მონაწილე მასწავლებელს,ბლოგზე დავუდე კომენტარი.ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო.

Sunday, October 11, 2015

მეექვსე დღე

      შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ამ ნაშრომის,შექმნით გავითვალისწინე მოსწავლეთა შესაძლებლობები.ვუჩვენებ როგორი სახით უნდა შექნმან ნაშრომები და ამით  ხელს შევუწყობ მათ შემოქმედობითობას.

Saturday, October 10, 2015

მეხუთე დღე

                                     
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ, როგორ მოვიძიოთ სასურველი საიტი და დავიმახსოვროთ. რამდენად აუცილებელი ხდება საავტორო უფლებების დაცვა.ბლოგზე ავტვირთეთ პრეზენტაცია და შევისწავლეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ კომენტარები.